ოცნებობთ, გაქვთ მიზანი მაგრამ ვერ მოგყავთ სისრულეში. გაქვთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა და ამ დროს, თავს გახსენებთ ნეგატიური წარსული, გეკარგებათ საკუთარ თავში და ძალებში რწმენა, გიქვეითდებათ თვითშეფასება და კარგავთ იმედს. გაურბიხართ ცხოვრებაში სიახლეებს, მიჰყვებით დინებას.
დიდი ძალისხმევით, შეუპოვრობით თქვენ მიაღწიეთ მიზანს. გაქვთ კარიერული წინსვლა. ფლობთ მატერიალურ ფასეულობებს რაზეც კი ოდესმე გიოცნებიათ, მაგრამ თავს გრძნობთ გამოწურული ლიმონივით. არ გაქვთ ბედნიერების და სიხარულის განცდა.
პირადმა გამოცდილებამ და პროფესიონალურმა პრაქტიკამ დამანახა #ზრდისფაქტორი-ს შექმნის აუცილებლობა. განსაკუთრებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა ასეულობით პერსონალურმა ქოუჩ-სესიებმა შემაქმნევინა 3 ფუნდამენტალური ნაბიჯი, რომელმაც გაერთიანება ჰპოვა მოცემულ ონლაინ-პროგრამაში და გახდა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.
წარმატება ეს არის - სასურველი შედეგის მიღწევა
მარათონში მონაწილეობთ თუ მზად ხართ
გადაიყვანოთ ცხოვრება წარმატებულ ეტაპზე
განთავისუფლდეთ ზედმეტისაგან და ფოკუსირდეთ მთავარზე
მოაცილოთ ნეგატივი წარსულს, აწმყოს და მომავალს
აღმოაჩინოთ მეტი შესაძლებლობები საკუთარ თავში
გაზარდოთ საკუთარ თავში და ძალებში რწმენა
შეიძინოთ თქვენი წარმატებისთვის აუცილებელი ჩვევები
ისწავლოთ გააზრებული ცხოვრებით ცხოვრება
გახდეთ ენერგიული, მხიარული, მიზანსწრაფული
რა გელოდებათ მარათონში
21 დღიანი საინტერესო აღმოჩენები საკუთარ თავზე
3% თეორია 97% პრაქტიკა
დახურულ ჯგუფში თანამოაზრეების მხარდაჭერა
ტექნიკები, სავარჯიშოები რომელიც საუკეთესო კუთხით დაგანახებთ თავს
3 ლექცია, 45+ დავალება, ყოველი კვირის ბოლოს ანგარიში და კითხვა-პასუხები
3 კვირიანი ეფექტური მუშაობა საკუთარ თავზე
რისგან შესდგება მარათონი
Iკვირა
განთავისუფლება 3X3 აღმოაჩენთ და იმუშავებთ წარსულის, აწმყოს და მომავლის დესტრუქციულ ენერგიებთან სამ განზომილებაში: მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ. მოხდება, ზრდის ფაქტორების განსაზღვრა და წარამტების საფუძლის ჩაყრა. იქნება: 1 დღე ვებინარი, 5 დღის განმავლობაში მიიღებთ დავალებას. კვირის ბოლო დღე დაეთმობა შესრულებული სამუშაოს შეჯამებას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და კითხვა პასუხებს.
II კვირა
პოზიტიური აზროვნება
წარმატების მისაღწევად, პოზიტიური აზროვნება აუცილებელი ფაქტორია. უკლებლივ, ყველა ფლობს აუცილებელ უნარებს გახდეს არა მარტო წარმატებული, არამედ, ამ წარმატებას თან სდევდეს სიხარულის და ბედნიერების განცდა. პოზიტიური აზროვნება ადამიანს ავსებს ენერგიით, აძლევს ძალას, აჯანსაღებს. იქნება: 1 დღე ვებინარი, 5 დღე დავალება. კვირის ბოლო დღე დაეთმობა შესრულებული სამუშაოს შეჯამებას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და კითხვა პასუხებს.
III კვირა
თვითშეფასების ამაღლება წარმატება შეუძლებელია ადეკვატური თვითშეფასების გარეშე. ის მატებს საკუთარ თავში და ძალებში რწმენას. პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ პიროვნებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული ფასეულობები, გააჩნია გაცნობიერების მაღალი დონე, კარგად იცნობს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებს. რაც ხელს უწყობს მის ზრდას. იქნება:1 დღე ვებინარი, 5 დღე დავალება. კვირის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა და აქტიური პიროვნების დაჯილდოვება.
როგორ წარიმართება მარათონი
კვირა დაიწყება ვებინარით. ყოველ დღე, ელ. ფოსტაზე მოვა წერილი ტექნიკით, დავალებით, სავარჯიშოთი
დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ: 2 რვეული, კალამი და დღეში 30 წთ.
ყოველი კვირის ბოლოს აგზავნით გავლილი მოდულის ანალიზს და ამის მერე გადადიხარ შემდეგზე
მონაწილეობა გულისხმობს გუნდურობას და ჯგუფში გაზიარებას შინაგანი სიძნელეების, მიღწევების, გაცნობიერებების
დასრულებისას შეგიძლიათ იამაყოთ და წარმოთქვათ: "მე გააზრებული მაქვს ჩემი #ზრდისფაქტორი და მზად ვარ წარმატებისთვის!"
ამ ონლაინ პროგრამით არ გაძლევთ მზა რეცეპტს. აქ გიზიარებთ გამოცდილებას და გაჩვენებთ თქვენი წარმატების განსაზღვრელ ფაქტორებს, გახადეთ წარმატება ცხოვრების მეგზური და აუცილებლად აისურულებთ ოცნებებს.
#ზრდისფაქტორის ავტორი
წარმატების ექსპერტი, ტრენერი და სერთიფიცირებული ქოუჩი
ქოუჩინგში, კლიენტებთან მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. მსოფლიოს 14 ქვეყნიდან 5000+ სთ ჩატრებული ქოუჩ-სესიების რაოდენობა
ტრენინგების ავტორი: ფულის მაგია™ #ზრდისფაქტორი™ პროექტი: პიროვნული ზრდის სამყარო™-ს ავტორი
მარათონში მონაწილეობის ღირებულება
სტარტს ვიღებთ 25 ნოემბერს
PREMIUMშეგიძლია მონაწილეობა მიიღოთ მეგობართან, ოჯახის წევრთან ან მეუღლესთან ერთად. უფრო საიტერესოა და მომგებიანი.
*VIPმონაწილე დამატებით გაივლის ინდივიდუალურ 3 ქოუჩ-სესიას თამარ კვარაცხელიასთან, რაც საშუალებას მისცემს უფრო ღრმად გაერკვეს საკუთარ თავში
** 10% ფასდაკლება მოქმედებს STANDARDდაVIPპაკეტებზე მათთვის, ვისაც გავლილი აქვს ტრენინგი "ნამდვილი წარმატების ფორმულა™" და 3 თვიანი ქოუჩ-სესიები.
1+1
თქვენი წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია!
21 დღიანი მარათონის #ზრდისფაქტორი-ს სრული კურსის გავლის, უკლებლივ ყველა დავალების და ყოველ კვირის ბოლოს ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების მიუხედავად ჩათვლით, რომ პროგრამამ არ მოგცათ შედეგი - თანხა დაგიბრუნდებათ სრულად.
ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ...
მე არ მაქვს ამისთვის დრო
დიდი დრო არ არის საჭირო. საკმარისია 30 წთ. დღეში. დავალებები მარტივად ერგება თქვენს ყოველდღიურობას და შეგიძლიათ შეასრულოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
არ მაქვს ფული მარათონისთვის
შეგიძლიათ ამ თანხით იყიდოთ რამოდენიმე წიგნი, იყოდოთ ფეხსაცმელი, მეგობრებთან ერთად შეხვიდეთ კაფეში ან მოახდინოთ ინვესტირება თქვენს პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. ეს ხომ დაახლოებით დღეში 4.5ლარია. თუმცა თუ მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად მოხვალთ მარათონში მეტად ხელმისაწვდომია.
რაში დამეხმარება მარათონი?
გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, მარათონი ვერ დაგეხმარებათ, თუ არ მიიღებთ მასში მონაწილეობას. მარათონი წინგადადგმული ნაბიჯია - თვითშეფასების ამაღლების, პოზიტიური აზროვნების ჩვევად ქცევის და ზედმეტი (ემოციური, მენტალური თუ ფიზიკური) ტვირთებისგან განთავისუფლების. ეს ყველაფერი კი, თქვენი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია.
მე არ ვიმყოფები საქართველოში
ეს ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში! მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსუვერს სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, სადაც კი ინტერნეტი ხელმისაწვდომია.
დადგა თქვენი წარმატების დრო!
განსაზღვრეთ თქვენი #ზრდისფაქტორი და გადადით ქმედებებზე