გამოხმაურება
თეო აფციაური
#ზრდისფაქტორში მონაწილეობა იყო საინტერესო 21 დღე... დაუვიწყარი თავგადასავალი... ზრდისფაქტორმა მომცა ჩემი დღევანდელი ცხოვრება- ეს არის მადლიერებით, სიხარულით, სიყვარულით,  სიკეთით და წარმატების სურნელით გაჟღენთილი  რეალობა! ყველაფერი "შეუძლებელი" ახლა შესაძლებელი და ადვილად მიღწევადია! დილა დღეს - ახალი შესაძლებლობების და წარმატებული დღის საწინდარია! ნებისმიერი უეცრად მოსული ნეგატიური აზრი- არის გამოწვევა, აღმოვაჩინო თავში არსებული პრობლემა და გამოვასწორო!
და ეს პროცესი ისეთი საინტერესოა... ამ მარათონში მონაწილეობა თვალის გახელას და გამოღვიძებას შემიძლია შევადარო. ეს ყველას გვჭირდება! მონაწილე მიიღებს თავდაჯერებულობას, ისწავლის პოზიტიურ აზროვნებას, რაც დღეს საქართველოში გვიჭირს... აღმოაჩენს ბევრ საინტერესო და კარგ თვისებას თავში და ნახავს, რომ მის შინაგან ცვლილებასთან ერთად შეიცვლება გარე სამყარო... ცხოვრება დაემსგავსება მხიარულ თამაშს, რომელშიც გამარჯვებული ყოველთვის თვითონ იქნება! გამარჯვების შეგრძნება კი უშრეტი ენერგიის წყაროდ გადაექცევა...
#ზრდისფაქტორში ჩართვის დღიდან ვმოგზაურობ საოცრებათა ქვეყანაში, ახალ და ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ და ზღაპრულ შესაძლებლობლებს მიგზავნის სამყარო და ისეთი საოცრებები ხდება ჩემს თავს რომ..
მადლობა , ათასი მადლობა თამარ! მადლობა ამ ყველაფრისთვის და განსაკუთრებით კი ასე კარგად და ზუსტად შედგენილი პროგრამისთვის,
#ზრდისფაქტორმა სურვილი გამიჩინა ის რაც გავიარე ამ ტრენინგზე რეალურად დამენერგა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირ შემთხვევაში, ტრენინგთან ერთად მთავრდება ხოლმე მოტივაციაც, მაგრამ აქ ასე არ მომხდარა, პირიქით - ვაკეთებ, ვმოქმედებ, არ ვჩერდები და უფრო და უფრო ვივსები ენერგიით !!!!
შედეგიც არ აყოვნებს. ამას ვგრძნობვხედავ და ჩემს საქმიანობაზეც საგრძნობლად აისახა!
დეა თავბერიძე
თავიდან როდესაც #ზრდისფაქტორზე რეგისტრაცია გავიარე ვიცოდი ან მეგონა რაღაც შეიცვლებოდამაგრამ სიმართლე გითხრათ არ მეგონა ასე მოკლე დროში, ამხელა გავლენას მოახდენდა . მარტო ამ ორი რამისთვის ღირდა მონაწილეობა ალბათ, რაც უკვე მოვახერხე. პირველი, რომ ვაპატიე ერთ ადამიანს ის საქციელი, რაც მეგონა  მთელი ცხოვრება გამყვებოდა და მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ბოლოს მივხვდი - მადლობელი ვიყავი მისი, წყენის და სიბრაზის მაგივრად და ამით რაღაც, ძალიან დიდი ტვირთი მომეხსნა. მეორე, რაც დღეს დილით გავაცნობიერე - მივხვდი საკუთარი თავი შემიყვარდა . ალბათ ეს უცნაურად ჟღერს მაგრამ რაღაცაზე ვთქვი უარი, რადგან ვერ გავიმეტე საკუთარი თავი ამისთვის, რადგან, მეტს ვიმსახურებდი (ალბათ ვერ გაიგებთ მაგრამ მაინც)!
მინდოდა ეს პირადად მომეწრა ქალბატო თამარ, მაგრამ მერე გადავწვიტე აქ დამეწერა. არ ვიცი კიდევ წინ რა იქნება და კიდევ რას ვისწავლი, მაგრამ მარტო ამ ორი რამისთვის ვიქნები მთელი ცხოვრება მადლიერი და ძალიან მიხარია რომ ჩემი ცხოვრება  შეიცვალა ასე უმოკლეს დროში!
ნინო დუნდუა
თინათინ ნებიერიძე
ბედნიერების გრძნობით და მადლიერებით ვარ გადავსებული... იმდენი თბილი სიტყვა მინდა მოგწეროთ .... სიყვარული გამოვხატო თქვენს მიმართ... საკუთარ თავს ვეუბნები : - ,,როგორ გაგიმართლა თინათინ ,რომ ეს ადამიანები იპოვე, გაიცანი და ურთიერთობ "
რა საოცარი პროექტი შექმნა თამარმა და გურამმა ... მიყვარხართ და ბევრ კეთილი საქმეების კეთებას გისურვებთ  ❤ თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ ... მადლიან საქმეს აკეთებთ..  ისე მშვიდად და სწრაფად მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია ვერც კი მოვასწარი გააზრება ... თინათინს, რომელსაც #ზრდისფაქტორის შედეგად ვხედავ , ძალიან მომწონს... მიყვარს .....
    
მეგობრებიც ამჩნევენ ჩემში ცვლილებებს....
  
#ზრდისფაქტორში მონაწილეობა ჩემი საუკეთესო არჩევანია  ❤ ❤ ❤
როგორ მივიღო მონაწილეობა
 
 
 
ნაბიჯი 1
ნაბიჯი 2
ნაბიჯი 3
რეგისტრაციის გავლა
თანხის გადახდა
სტარტი მარათონში
სულ 3 ნაბიჯი და თქვენ ხართ მარათონის მონაწილე!
აქ გელოდებათ, საკუთარი თავიში აღმოჩენებით  და საინტერესო მოვლენებით დატვირთული 21 დღე, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას
ზრდისფაქტორი
 
21 დღიანი
ონლაინ მარათონი
13 ნოემბერი
გადაიყვანეთ ჩვევაში თქვენი
გადადით ცხოვრების წარმატებულ ეტაპზე
თამარ კვარაცხელიას
IV სეზონი
ოცნებობთ,  გაქვთ მიზანი მაგრამ ვერ მოგყავთ სისრულეში. გაქვთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა და ამ დროს, თავს გახსენებთ ნეგატიური წარსული, გეკარგებათ საკუთარ თავში და ძალებში რწმენა, გიქვეითდებათ თვითშეფასება და კარგავთ იმედს. გაურბიხართ ცხოვრებაში სიახლეებს, მიჰყვებით დინებას.
დიდი ძალისხმევით, შეუპოვრობით თქვენ მიაღწიეთ მიზანს. გაქვთ კარიერული წინსვლა. ფლობთ მატერიალურ ფასეულობებს რაზეც კი ოდესმე გიოცნებიათ, მაგრამ თავს გრძნობთ გამოწურული ლიმონივით. არ გაქვთ ბედნიერების და სიხარულის განცდა.
პირადმა გამოცდილებამ და პროფესიონალურმა პრაქტიკამ დამანახა #ზრდისფაქტორი-ს შექმნის აუცილებლობა. განსაკუთრებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა ასეულობით პერსონალურმა ქოუჩ-სესიებმა შემაქმნევინა  3 ფუნდამენტალური ნაბიჯი, რომელმაც გაერთიანება ჰპოვა მოცემულ ონლაინ-პროგრამაში და გახდა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.
წარმატება ეს არის - სასურველი შედეგის მიღწევა
მარათონში მონაწილეობთ თუ მზად ხართ
გადაიყვანოთ ცხოვრება წარმატებულ ეტაპზე
განთავისუფლდეთ ზედმეტისაგან და ფოკუსირდეთ მთავარზე
მოაცილოთ ნეგატივი წარსულს, აწმყოს და მომავალს
აღმოაჩინოთ მეტი შესაძლებლობები საკუთარ თავში
გაზარდოთ  საკუთარ თავში და ძალებში რწმენა
შეიძინოთ თქვენი წარმატებისთვის აუცილებელი ჩვევები
ისწავლოთ გააზრებული ცხოვრებით ცხოვრება
გახდეთ ენერგიული, მხიარული, მიზანსწრაფული
 
 
 
 
 
 
 
 
რა გელოდებათ მარათონში
 
 
 
 
 
 
21 დღიანი საინტერესო აღმოჩენები საკუთარ თავზე
3% თეორია
97% პრაქტიკა
დახურულ ჯგუფში თანამოაზრეების  მხარდაჭერა
ტექნიკები, სავარჯიშოები რომელიც საუკეთესო კუთხით დაგანახებთ თავს
3 ლექცია, 15 დავალება,
ყოველი კვირის   ბოლოს ანგარიში და კითხვა-პასუხები
3კვირიანი ეფექტური მუშაობა საკუთარ თავზე
რისგან შესდგება მარათონი
                             I კვირა

            
განთავისუფლება 3X3

აღმოაჩენთ და იმუშავებთ წარსულის, აწმყოს და მომავლის დესტრუქციულ ენერგიებთან სამ განზომილებაში: მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ. მოხდება, ზრდის ფაქტორების განსაზღვრა და წარამტების საფუძლის ჩაყრა.
იქნება: 1 დღე ვებინარი, 5 დღის განმავლობაში
მიიღებთ დავალებას. კვირის ბოლო დღე დაეთმობა შესრულებული სამუშაოს შეჯამებას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და კითხვა პასუხებს.
                                       II კვირა

                     პოზიტიური აზროვნება

წარმატების მისაღწევად, პოზიტიური აზროვნება აუცილებელი ფაქტორია. უკლებლივ, ყველა ფლობს აუცილებელ უნარებს  გახდეს არა მარტო წარმატებული, არამედ, ამ წარმატებას თან სდევდეს სიხარულის და ბედნიერების განცდა. პოზიტიური აზროვნება ადამიანს ავსებს ენერგიით, აძლევს ძალას, აჯანსაღებს.
იქნება: 1 დღე ვებინარი, 5 დღე დავალება. კვირის ბოლო დღე დაეთმობა შესრულებული სამუშაოს შეჯამებას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და კითხვა პასუხებს.
                              III კვირა

               
თვითშეფასების ამაღლება

წარმატება შეუძლებელია ადეკვატური თვითშეფასების გარეშე. ის მატებს საკუთარ თავში და ძალებში რწმენას.  პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ პიროვნებას კარგად აქვს  ჩამოყალიბებული ფასეულობები, გააჩნია გაცნობიერების მაღალი დონე, კარგად იცნობს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებს. რაც ხელს უწყობს მის ზრდას.
იქნება:1 დღე ვებინარი, 5 დღე დავალება. კვირის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა და აქტიური პიროვნების დაჯილდოვება.
როგორ წარიმართება მარათონი
კვირა დაიწყება ვებინარით. ყოველ დღე, ელ. ფოსტაზე მოვა წერილი ტექნიკით, დავალებით, სავარჯიშოთი
დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ: 2 რვეული, კალამი და დღეში 30 წთ.
ყოველი კვირის ბოლოს აგზავნით გავლილი მოდულის ანალიზს და ამის მერე გადადიხარ შემდეგზე
მონაწილეობა გულისხმობს გუნდურობას და ჯგუფში  გაზიარებას შინაგანი სიძნელეების, მიღწევების, გაცნობიერებების
დასრულებისას შეგიძლიათ იამაყოთ და წარმოთქვათ: "მე გააზრებული მაქვს ჩემი #ზრდისფაქტორი და მზად ვარ წარმატებისთვის!"
ამ ონლაინ პროგრამით არ გაძლევთ მზა რეცეპტს. აქ გიზიარებთ გამოცდილებას და გაჩვენებთ თქვენი წარმატების განსაზღვრელ ფაქტორებს,
გახადეთ წარმატება  ცხოვრების მეგზური და  აუცილებლად აისურულებთ ოცნებებს.
#ზრდისფაქტორის ავტორი
წარმატების ექსპერტი, ტრენერი და სერთიფიცირებული ქოუჩი
ქოუჩინგში, კლიენტებთან მუშაობის 3,5 წლიანი გამოცდილება.  მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 600+ სთ ჩატრებული ქოუჩ-სესიების რაოდენობა
ტრენინგების ავტორი: 
                                  
     რაზე გადის წარმატების გზა™
                                       
#ზრდისფაქტორი™
  პროექტი:                    
პიროვნული ზრდის სამყარო-ს ავტორი
მარათონში მონაწილეობის ღირებულება
სტარტს ვიღებთ 13 ნოემბერს დარჩა:
PREMIUM შეგიძლია მონაწილეობა მიიღოთ მეგობართან, ოჯახის წევრთან ან მეუღლესთან ერთად. უფრო საიტერესოა და მომგებიანი.
*VIP მონაწილე დამატებით გაივლის ინდივიდუალურ 3 ქოუჩ-სესიას თამარ კვარაცხელიასთან, რაც საშუალებას მისცემს უფრო ღრმად  გაერკვეს საკუთარ თავში
** 10% ფასდაკლება მოქმედებს STANDART და VIP პაკეტებზე მათთვის, ვისაც გავლილი აქვს ტრენინგი "ნამდვილი წარმატების ფორმულა™" და 3 თვიანი ქოუჩ-სესიები.
1+1
თქვენი წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია!
21 დღიანი მარათონის #ზრდისფაქტორი-ს სრული კურსის გავლის, უკლებლივ ყველა დავალების და ყოველ კვირის ბოლოს ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების მიუხედავად ჩათვლით, რომ პროგრამამ არ მოგცათ შედეგი - თანხა დაგიბრუნდებათ სრულად.
ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ...
 
მე არ მაქვს ამისთვის დრო

დიდი დრო არ არის საჭირო. საკმარისია 30 წთ. დღეში. დავალებები მარტივად ერგება თქვენს ყოველდღიურობას და შეგიძლიათ შეასრულოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
არ მაქვს ფული მარათონისთვის

შეგიძლიათ ამ თანხით იყიდოთ რამოდენიმე წიგნი, იყოდოთ ფეხსაცმელი, მეგობრებთან ერთად შეხვიდეთ კაფეში ან მოახდინოთ  ინვესტირება თქვენს პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. ეს ხომ დაახლოებით დღეში 4.5ლარია. თუმცა თუ მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად მოხვალთ მარათონში მეტად ხელმისაწვდომია.
რაში დამეხმარება მარათონი?

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, მარათონი  ვერ დაგეხმარებათ, თუ არ მიიღებთ მასში მონაწილეობას. მარათონი წინგადადგმული ნაბიჯია - თვითშეფასების ამაღლების, პოზიტიური აზროვნების ჩვევად ქცევის და ზედმეტი (ემოციური, მენტალური თუ ფიზიკური) ტვირთებისგან განთავისუფლების. ეს ყველაფერი კი, თქვენი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია.
 
მე არ ვიმყოფები საქართველოში
 
ეს ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში! მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსუვერს სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, სადაც კი ინტერნეტი ხელმისაწვდომია.
დადგა თქვენი წარმატების დრო!
განსაზღვრეთ თქვენი #ზრდისფაქტორი და გადადით ქმედებებზე
სტარტი 13 ნოემბერს
შემზღუდველი შეხედულებები, ნეგატიური აზროვნება და დაბალი თვითშეფასება ამუხრუჭებს წარმატებას
Copyright © 2017 Tamar Kvaratskhelia
ყველა უფლება დაცულია
Design: contact@alguro.com
კონტაქტი:
📞 +995 579 737 007            
 
📧 contact@kvaratskhelia.pro